,,ინვესტორებს საქართველო განსხვავებულად უნდა შევთავაზოთ“ - ამის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და კომპანია “ქობალია კონსალტინგის“ დამფუძნებელმა, ვერა ქობალიამ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
,, მთავარია, რომ სახელმწიფო ჩამოყალიბებული იყოს, კონკრეტულად რა უნდა და რა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. როდესაც შენ გაქვს ჩამოყალიბებული აზრი და კონკრეტული შეთავაზებები, შემდგომ უკვე იმ თემის გაყიდვა შეიძლება; უნდა ხდებოდეს დივერსიფიკაცია სხვა ქვეყნებთან შდარებით, რადგან ბევრ საერთაშორისო შეხვედრას ვესწრები და ვხედავ, რომ პრაქტიკულად ერთიდაიგივე პრეზენტაციები და შეთავაზებები არის, როგორიცაა დაბალი გადასახადები, კარგი საინვესტიციო გარემო და ა.შ.
ჩვენ უნდა დავანახოთ ინვესტორებს რითია საქართველო განსხვავებული, ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შევფუთოთ და მოვახდინოთ მისი, როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირება.
ვფიქრობ, საზღვარგარეთ ყველა ატაშემ ინდივიდუალურად კონკრეტული სექტორის მიხედვით უნდა იმუშაოს. დივერსიფიცირებული ეკონომიკური სექტორები გვაქვს, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ, თუნდაც სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო მიმართულება, ასევე, ტურიზმი, ბევრად მეტი შეგვიძლია ამ სფეროში გავაკეთოთ“ - განაცხადა ვერა ქობალიამ.