ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ბიზნესკონტრაქტთან იმ კონკრეტულ სფეროებს ასახელებს, რომლსაც საქართველოში რეფორმა სჭირდება, რათა ინვესტიციების მცულობა გაიზარდოს.
"ჩვენ გვსურს რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გაძლიერდეს. ერთერთი საკითხი რომელშიც ამერიკა საქართველოსთან ერთად მუშოაბს არის თავისუფალი სასამართლოს განვითარება. ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო სამართლებრივი ჩარჩოს კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას ამ კუთხით რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო", - აცხადებს ელჩი.
რაც შეეხება ამერიკის არჩევნების შემდეგ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს, ელჩი ამბობს, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ არ შეიცვლება, ასევე მისი თქმით, არ შეიცვლება ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.
"სენატში კვლავ არის მაკკეინი, რომლებიც კარგად იცნობს საქართველოს, ასევე ბევრი სხვა სენატორიც რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია. ჯერჯერობით ვიცით თუ ვინ იქნება პრეზიდენტ ტრამპის გუნდი წევრი", - ამბობს ელჩი.

























