მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი "საქნახშირს" ერთ კვირაში გადაიბარებს

5d8e153fbf94d
ლიკა გურაბანიძე
28.09.19 10:30
1338

„საქახშირის“ ინვესტორი კომპანიის Steel International trade company -ის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩოჩიას განცხადებით, მათი კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) მფლობელობაში არსებულ კომპანია „საქნახშირს“ ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში ოფიციალურად გადაიბარებს.

„ერთ კვირის განმავლობაში ოფიციალურად  მოხდება გადმობარება ამჟამად იურიდიული ნიუანსების შეჯერება მიმდინარეობს“ - განუცხადა BM.GE-ს ჩოჩიამ.

ცნობისთვის: როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2 დღის წინ ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა, „საქნახშირის“ ინვესტორებს 150 მგვტ-იანი თბოსადგურის მშენებლობა „დაეკისრებათ“.

აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე ჩიჩუა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურზე სახელმწიფოთან შესაბამისი დოკუმენტი გაფორმდება, რომელიც ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობის ვადებს განსაზღვრავს.

კომპანიის Steel International trade company-ის წარმომადგენლის განმარტებითვე, თბოელექტროსადგურის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დეტალები მომავალში გახდება ცნობილი, რადგან ჯერ მოწვეული სპეციალისტების ჯგუფის მიერ კონკრეტული ტერიტორიის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს. როგორც ალექსანდრე ჩოჩია აღნიშნავს თბოსადგური შესაძლოა ტყიბულს გარეთ იყოს.

„რამდენიმე მიმართულება განიხილება. სპეციალისტების ჯგუფი გეოლოგიას და ტერიტორიებს შეისწავლიან და ამის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი ტერიტორია იქნება შერჩეული. ახლა რომ ვთქვათ, ტყიბულიდან 10, 15, 20 თუ 100 კმ იქნება ამას ვერ დაგიდასტურებთ. არ არის გამორიცხული ტყიბულში არ იყოს. თუ ინფრასტრუქტურა სხვაგან უკეთეს შესაძლებლობებს მოგვცემს რა თქმა უნდა, ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ. ეკონომიურობიდან გამომდინარე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული", - განმარტა ჩოჩიამ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები