რა ეტაპზეა ამერიკასაქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და რა რეფორმების გატარებას ურჩევს ამერიკა საქართველოს, - ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში მაიკლ ლალი ამ და სხვა საკითხეზბე ბიზნესკონტრაქტთან ინტერვიუში საუბრობს.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გკითხავთ რა არის თქვენი ძირითადი რჩევა საქართველოში მეტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად?
ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით თქვენ მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილზე ხართ. ეს პოზიცია კი იმ რეფორმების შედეგია რაც ქვეყანაში გატარდა. ახლა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო და სასამართლო სისტემებში რეფორმების პროცესი გაგრძელდეს, რათა საქართველო ბიზნესისთვის უფრო მეტად მეგობრული გახდეს.
- საგადასახადო რეფორმა ახსენეთ, საქართველოში მომავალი წლიდან გადასახადების ახალი სისტემა იმოქმედებს, თქვენი აზრით რა შედეგს მოიტანს ის?
- ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ინვესტორისთვის, - როგორც ამერიკელისთვის, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის, - პროგნოზირებადი გარემოა. პროგნოზირებად გარემოში ბიზნესს შეუძლია ჰქონდეს გაწერილი გეგმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის სავაჭრო პალატამ ამ გარემოს შექმნისთვის საჯარო სექტორთან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
- რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი?
- საქართველომ საკმაოდ ბევრი რეფორმა გაატარა, რათა მიმზიდველი ყოფილიყო როგორც ევროპელი, ასევე ამერიკული კომპანიებისთვის. ამჯერად ორი პლატფორმა გვაქვს, რომელიც მუშაობს სავაჭრო ურთიერთობებზე, - ესაა ამერიკა- საქართველოს ეკონომიკური სამუშაო ჯგუფი და ასევე ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის დიალოგი. საქართველოს დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ვავითარეთ პრეფერენცირებულ სისტემებს, ქართულ კომპანიებს შეუძლიათ, რომ ამერიკულ ბაზარზე მოხვდნენ უფასოდ, და ესაა ის რისი გაკეთებაც ბოლო 2 ათწლეულში მოხდა. ჩვენ ვხედავთ ქართულ ბოსტნეულს და ასევე თქვენს ცნობილ ღვინოს, რომელიც ამერიკლ ბაზარზე წარმატებულია. ქართულ კომპანიებს რომლებსაც ამერიკულ ბაზარზე სურთ შესვლა ვურჩევდი რომ შემდეგი საკიტხი გაითვალისწინონ - ამერიკა ძალაინ დიდი და ძალიან კონკურენტული ბაზარია, ამიტომ სწორად უნდა გათვალოთ სეგმენტი სადაც მოხვედრა გსურთ რათა წარმატებას მიაღწიოთ.
- თავად ამერიკულ კომპანიებს თუ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად?
- ამისთვის მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მე ვიცი რომ ადრე მთავობის წევრები ჩამოდიოდნენ ჩიკაგოში, ბოსტონში თუ ნიუ-იორკში და ადგილზე ყვებოდნენ თუ რა შესაძლებლობაა მაგალითად ქართუულ ენერგეტიკულ სექტორში. მარკეტინგი განგრძობითი პროცესია, რომელიც მუდმივად უნდა ტარდებოდეს. საქართველოს საელჩო ვაშინგტონში ძალიან აქტიურად მუშაობს, იმისთვის რომ გააცნოს ამერიკულ კომპანიებს საქართველოში არსებული შესაძლებლობები. ჩვენი საელჩოს საქართველოში საკამოდ აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. 2017 წლის შემოდგომაზე გვსურს 15-20 კომპანიის წარმომადგენლი ჩამოვიყვანოთ საქართველოში რათა მათ ადგილზე შეძლონ საჯარო და ჯერძო სექტორისგან მოისმინონ არსებული შესაძლებლობების შესახებ.
და რა არის ეს შესაძლებლობები?
საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა, როგორც ენერგეტიკულ ასვეე სხვა სექტორებში. ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს არა მხოლო პოტენციალი არამედ რესურსი ენერგოსექტორში, მისი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე. ამ რესურსის გამოყენება შეიძლება როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე საექსპორტოდაც. ჩვენ ასევე ვუყურებთ ენერტგოეფექტურობას, ამ სფეროში ამერიკული კომპანიები საკმაოდ განვითარებულები არიან და მათ საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენება საქართველოშიც შეუძლიათ. ენერგეტიკა, სოფლის მერნეობა და ლოგისტიკა, - ესაა ის ძრითადი სფეროები, რომლითაც ამერიკული კომპანიები ინტერესდებიან.
- კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად? როგორც ვიცით ამ სფეროს განვითარებაზე აზერბაიჯანში მუშაობდით, როგორია თქვენი რეკომენდაცია საქართველოსთვის?
- ჩემი ძირითადი რჩევა შემდეგია: - მთავრობამ უნდა შექმნას მისაღები პირობები, რათა ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს. ენერგეტიკულ სექტორში კომპანიებს სჭირდებათ პროგნოზირებადი გარემო, - მათ უნდა იცოდნენ მაგალითად თუ რა იქნება ტარიფი როგორც მიმდინარე ასევე მომავალ წელს. უნდა იყოს დამოუკიდებელი რეგულატორი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც პროიგნოზირებად გარემოს შექმნის. ასევე ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, - ოპერატორმა კომპანიებმა ზუსტად უნდა იცოდნენ თუ რას მოიცავს მათი შეთანხმება, ასევე ხელშეკრულობის დაცულობა მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვისაც.
- კიდევე რთი საკითხი, რომელზეც დღეს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში მუშაობა ექსპორტის ხელშეწყობაა, - როგორ უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ექსპორტის სტიმულირება?
- ჩვენ ბევრი წელია ვმუშაობთ ქართველ პარტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ ექსპორტის წახალისების სტრუქტურას. ამ კუტხიტ ძალიან მნიშვნელოვანია კომერციული დიპლომატია. ქართველმა დიპლომატებმა საზღვარგარეთ უნდა შეძლონ ქართული ბაზრის დახმარება და წახალისება. მათ უნდა აუხსნან უცხოელებს თუ რა შესაძებლობაა საქართველოში და ასევე ქართველ კომპანიებსაც დაეხმარონ მათი ქვეყნის ბაზარზე შესვლაში. ჩვენ ამას ჩვენი ვაჭრობის დეპარტამენტის საშუალებით ვახდენდი. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერ თავსუფალ სავჭრო შეთანხმებას დრო და მოთმინება სჭირდება. 2-3 და 6 თვეში კონტაქტების შექმნა არ ხდება, ამას დრო სჭირდება. გარდა ამისა მთავრობამ უნდა შეძლოს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იმ უნარების გადაცემა, რაც მათ საზღვრებს გარეთ წარმატებულს გახდის.
- კონკრეტულად როგორ უნდა იმუშავოს კომერციული ატაშეების სტრუქტურამ?
- საელჩოებს და კომერციულ ატაშეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი პირის არსებობა, ვინც მათ დაეხმარება და დაუზოგავს დროს და ფულს, - ამის გაკეთება კომერციულ ატაშეს საკუთარი კონტაქტებით შეუძლია. ეს არ არსი საქმე, რომლისთვისაც სამუშაო დღის 20-30%-ის დახარჯვა საკამრისია.
- ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში სად ხედავთ საქართველოს და რა კუთხით უნდა მოხდეს განვითარება?
- ჩვენ ვხედავთ რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. სავაჭრო ურთიერთობები და მარშუტები მსოფლიოში იცვლება. ჩვენ გვსურს საქართველო მეტად კონკურენტული იყოს ამ გზაზე, მას უნდა ჰქონდეს მოსახერხებელი გრაფიკი და ტარიფები ტვირთების გადასატანად. - ამიტომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად საქართველომ ე.წ. მსუბუქი ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს, ეს გულისხმობს დოკუმენტების მომზადებას, კლიენტებთან ურთიერთობის გამარტივებას, ყველა დოკუმენტი ელექტრონულად და სწრაფად, უნდა იყოს მომზადებული.
- რა რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემა?
- სასამათლო სისტემას ინვესტორები ყველა ქვეყანაში უყურებენ და აკვირდებიან, მათთვის მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწორად მოხდება მათი კონტრაქტების აღსრულება. ასევე ინვესტორებს აინტერესებთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მათი შეთანხმება არ შესრულდება. მოსამართლეების კუთხით საქართველომ ბევრი რეფორმა გაატარა, და მნიშვნელოვან წინსვას მიაღწია, ესაა პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც პროგნოზირებადობაა მნიშვნელოვანი, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მივა სასამართლოში და გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული, პროცესი კი გამჭვირვალე იქნება. საქართველოს მთავრობა ატარებს რეფორმებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ მოხდება ამ რეფორმების ტრანსფორმაცია ინვესტიციებში.

























