ოზურგეთში ZARA-ს ფაბრიკის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში" მეშევობით სურთ. "საქმის კურსს" გურიის გუბენრატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა, რომ ENA Textile-ს წარმომადგენლებმა უკვე შეავსეს შესაბამისი აპლიკაცია და მთავრობისგან პასუხს ელოდებიან. საუბარია სახელმწიფო პროგრამით მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემაზე.
"ეკონომიკის სამინისტროში კომისია განიხლავს ამ საკითხს და თუ კომისიამ ჩათვალა აპლიკაციის მეშვეობით შევსებული ყველა მასალა სწორად შევსებული, შემდეგ უკვე მთავრობის გადასაწყვეტი იქნება გადაეცემათ თუ არა მიწა. მათი გეგმა-გრაფიკით მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება",- აცხადებს გუბერნატორი.
მისივე თქმით, თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი წარმომადგენლობა უკვე შექმნეს, თუმცა, რა სახელწოდებით აგრძელებენ საქართველოში ოპერირებას, გუბერნატორი ჯერ არ ასაჯაროებს.
ოზურგეთში ZARA-ს ფაბრიკის შესაძლო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გავრცელდა. თურქულ კომპანია ENA Textile-ს ადგილზე პირველ ეტაპზე 500, შემდეგ კი 1000 ადამიანის დასაქმება სურს. ოზურგეთში მდებარე ფაბრიკაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და ZARA-ს გარდა სხვა ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის წარმოებაც იგეგმება.

























