მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორს ყურადღება, პოლიტიკური სტაბილურობა და თავისუფალი სასამართლო სჭირდება - ზვიად ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, თბილისში საქართველო-ნიდერლანდების ბიზნეს ფორუმი გაიმართა. EUGBC-ის გენერალური მდივნის, ზურაბ ჭუმბურიძის განცხადებით, ნიდერლანდელი ბიზნესმენები საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორებით არიან დაინტერესებულები.

“ნიდერლანდები ის ქვეყანაა, რომლისგანაც შეგვიძლია, ბევრი რამ ვისწავლოთ, გამოცდილება გავიზიაროთ. ის მაჩვენებელი, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ნიდერლანდი მოწინავე რიგებშია, ნიშნავს, რომ მათ ინტერესი აქვთ. ამ დელეგაციას 3 მიმართულება აინტერესებს: უძრავი ქონება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმიც”, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

ზვიად ჭუმბურიძის თქმით, საქართველოში ნიდერლანდელ ინვესტორებს გამოწვევები არ აქვთ, თუმცა, მისი თქმით, ბიზნესს მეტი ყურადღება და თავისუფალი სასამართლო სჭირდება.

“ნიდერლანდელებს განსაკუთრებული დაბრკოლება არ აქვთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, მას მუდმივად ყურადღების მიქცევა სჭირდება; მას პოლიტიკური სტაბილურობა და თავისუფალი სასამართლო სჭირდება. მან უნდა იგრძნოს, რომ მისი ინვესტიციები იურიდიული, საგადასახადო მიმართულებებით დაცულია”, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ნიდერლანდები 2023 წლის მეორე კვარტალში მესამე ადგილზეა, 62.7 მლნ აშშ დოლარით. შესაბამისად, კერძო სექტორში ფიქრობენ, რომ ნიდერლანდებიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვა შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები