ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის შუამავლის ფუნქციის შესასრულებლად შექმნილი სტრუქტურა ერთი წელია უკვე მოქმედებს. ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გასული წლის მაისში გაფორმდა და ამ დრომდე სულ საბჭოს ორი სხდომა გაიმართა. "ბიზნესკონტრაქტი" ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიულ მრჩეველს გიორგი ჯუღელს ესაუბრა და დაინტერესდა, რა მიმართულებით მუშაობს საბჭო და რა კონკრეტული გადაწყვეტილებებია ამ დროისთვის მიღებული.
როგორც ჯუღელი ამბობს, ინვესტორებს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებათ.
"ის თემატიკა, რაზეც მსჯელობს ინვესტორთა საბჭო, მოიცავს "მეწარმეთა შესახებ კანონის" შესაძლო რეფორმას და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს, ინვესტორთა უფლებებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ცვლილებებს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსში და ა.შ ყველა თემატიკა უკავშირდება ინვესტორთა საქმიანობას, მათ შორის მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა", -ამბობს ჯუღელი.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ინვესტორთა საბჭო აფიქსირებს პოზიციას ისევ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება. მათი განცხადებით, დღეს არსებული გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ნაკლოვანია და ვერ უზრუნველყოფს ინვესტორთა უფლებების დაცვას.
"დასაზუსტებელია კანონმდებლობის მიზანი. ვის იცავს- კრედიტორს თუ მოვალეს, სადაა მისი პრიორიტეტი. ეს ბუნებრივია დაბნეულობას იწვევს ინვესტორებში", - აცხადებს გიორგი ჯუღელი.
"დასაზუსტებელია კანონმდებლობის მიზანი. ვის იცავს- კრედიტორს თუ მოვალეს, სადაა მისი პრიორიტეტი. ეს ბუნებრივია დაბნეულობას იწვევს ინვესტორებში", - აცხადებს გიორგი ჯუღელი.
ინვესტორთა საბჭოს მეორე სხდომა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. გიორგი ჯუღელის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ შემოდგომაზე გაიმართება.