ინვესტორთა საბჭო უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტის დასრულებას ივნისისთვის ელოდება, - ამის შესახებ bm.ge-ს EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განუცხადა.
"როგორც იცით, უცხოელებზე მიწის მიყიდვა აიკრძალა. მსგავსი პრაქტიკა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ბევრ ქვეყანაშიც არის. თუმცა, ეს მკაცრი მიდგომაა და მეტი მოქნილობაა საჭირო. ამიტომ საჭიროა გამონაკლისების დადგენა კანონის დონეზე. ინვესტორთა საბჭო მუშაობს პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად, თუ რა შემთხვევაში უნდა დადგინდეს გამონაკლისები უცხოელებისთვის. დისკუსიები ისევ მინდინარეობს, ველოდებით, რომ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ შეხვედრამდე, რომელიც ივნისში ჩატარდება, გარვეულ შეთანხმებამდე მივალთ“, - ამბობს ბალვანერა.

























