მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორთა საბჭოს შეფასება "ომეგა ჯგუფის" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით

5bbf665a175ab
თელარა გელანტია
12.10.18 09:50
1190
ინვესტორთა საბჭოს მდივნის მარიამ მეღვინეთუხუცესის შეფასებით, „ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის არ არის კარგი არაფერი, რაც უკავშირდება რაიმე ტიპის სკანდალს, რომელშიც შეიძლება იყოს ნაგულისხმევი ხელისუფლების რომელიმე შტო“.

ამის შესახებ მეღვინეთუხუცესმა bm.ge-ის „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების სერიის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი პირველი პირების სახელები და გვარები ფიგურირებენ.

მისი თქმით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ინვესტორთა საბჭოს და პირადად მას ვერანაირი პოზიცია ვერ ექნება.

„ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის არ არის კარგი არაფერი, რაც უკავშირდება რაიმე ტიპის სკანდალს, რომელშიც შეიძლება იყოს ნაგულისხმევი ხელისუფლების რომელიმე შტო, შესაბამისად, ეს კარგი ნამდვილად არ არის. ჩემი აზრით, დანარჩენი არის აბსოლუტურად გამოძიების თემა. არანაირი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით არ მაქვს; როცა გამოძიება დასრულდება, ჩემს პოზიციას შემდეგ გაგიზიარებთ“, - აღნიშნა მეღვინეთუხუცესმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები