მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვესტორთა საბჭოს წევრები მიწის გაყიდვის აკრძალვაზე გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ"

596f1eb68e2b0
სალომე მეცხვარიშვილი
19.07.17 12:53
1264
საინვესტიციო საბჭოს ყველა წევრი გაგებით მოეკიდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შესახებ,- ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "საქმის კურსის" შეკითხვას ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელზეც საერთაშორისო ინვესტორებმა ინვესტორთა საბჭოზე გარკვეული პრეტენზეიბი გამოთქვეს.

როგორც მინისტრი ამბობს, ინვესტორთა საბჭოს თავადაც ესწრებოდა და ფიქრობს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აგრობიზნესების დაფინანსების პრობლემა არ შეექმნებათ. მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხებზე კონსუტაციები ბანკების ასოციაციასთან და ინვესტორებთან გრძელდება.

"შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, ფაქტობრივად, საინვესტიციო საბჭოს ყველა წევრი, გაგებით მოეკიდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, როცა მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან. აქ იყო ტექნიკური კითხვები თუ რამდენი ხანი შეიძლება შეინარჩუნოს მიწა ბანკმა, რომლის მფლობელიც შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და როგორც ვიცით, უმრავლესი ბანკი კვოტირებულია საერთაშორისო საფონდო ბაზარზე და მათი მფლობელები შეიძლება სხვადსხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მოქნილები ვართ ვიმსჯელოთ „ბანკების ასოციაციასთან“ და იგივე საინვესტიციო საბჭოს წევრებთან ერთად. ვფიქრობ, შევჯერდებით. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ყველა მხარისთვის მისაღები. დეტალები კანონში გაიწერება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, დაველოდოთ, ვფიქრობ, იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესს ხელს შეუწყობს და არ შეუშლის.

ჩვენი გადაწყვეტილება ვერ შეუშლის ხელს(საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აგრობიზნესის დაფინანსებაში). საერთაშორისო ინსტიტუტების ინტერესი მიწი ფლობა არ არის, იმიტომ, რომ ეს მათი საქმიანობა არ არის, ეს არის თანმდევი საქმიანობა, რაც კანონით შეიძლება ადვილად დარეგულირდეს",- ამბობს ლევან დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები