მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინვეტ ჯგუფი" საყოველთაო გაფიცვას უერთდება

ინვეტ ჯგუფი
14.01.25 20:20
2027

ზოომაღაზია "ინვეტ ჯგუფი" საყოველთაო გაფიცვას უერთდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Facebook-გვერდზე აქვეყნებს.

"გამომდინარე იქიდან, რომ "ინვეტ ჯგუფი" ვეტერინარულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მათ შორის გადაუდებელ რეჟიმში, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების და ოთხფეხა მეგობრების მიმართ და ჩვენს საქმიანობას შევაჩერებთ 1 საათით 15 იანვარს - 15:00-დან 16:00-მდე", - ნათქვამია განცხადებაში.

15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები