მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

invoice.ge-ს დამფუძნებელი: ინვოისების მართვა, "თიბისის" გარდა, სხვა ბანკების მომხმარებლებსაც შეეძლებათ

5f5898c59dfa1
ლიკა გურაბანიძე
09.09.20 13:50
1416

“invoice.ge არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ინვოისის გაგზავნასთან დაკავშირებულ სირთულეებს უმარტივებს, “ - ამის შესახებ invoice.ge -ს დამფუძნებელმა გაბრიელ მელივამ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

თიბისიმ და invoice.ge-იმ თანამშრომლობა დაიწყეს და ამიერიდან, თიბისის ბიზნეს კლიენტებს, ინვოისების მართვა საკუთარი ონლაინ ბანკიდან შეეძლებათ. როგორც მელივა აღნიშნავს, სამომავლოდ მსგავსი თანამშრომლობა სხვა ბანკებთანაც იგეგმება. მან ასევე აპლიკაციის გამოყენების დეტალებიც ახსნა.

“როდესაც invoice.ge -ს მომხმარებელი ხდები, ინვოისების გაგზავნის, შექმნის, ასევე მომხმარებლების და პროდუქტების დამატების ფუნქციონალი გაქვს, შემდგომ ინვოისებს ქმნი და ის მეილის ან ტელეფონის ნომრის საშუალებით ადრესატამდე იგზავნება.

კონკრეტული პირი ინვოისს იმავე პლატფორმაზე მიიღებს, სადაც ის გადახდებს ახორციელებს და მიმღებს მისი ნახვა პირდაპირ შეუძლია.

ონლაინ პლატფორმას ავტომატიზებული გადახდის სისტემაც აქვს", - განმარტა მელივამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები