მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იორკ თაუერსის" თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციას ატარებენ

5c501a40db4d5
BM.GE
29.01.19 13:17
1662
კომპანია „იორკ თაუერსის“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციას ატარებენ.

შპს“ იორკ თაუერსის“ თანამშრომლებმა თავიანთი ინიციატივით მომართეს „ნაციონალური სისხლის ბანკს“ და გამოთქვეს სურვილი, უანგაროდ ჩაებარებინათ სისხლი.
თანამშრომლების აზრით, მათ მიერ გაცემული სისხლი ლეიკემიითა და სხვა პათოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სისხლი არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ მოხარულები ვართ გავიღოთ სისხლი უანგაროდ და ჩავაბაროთ იგი სისხლის ბანკს. ვფიქრობ ჩვენი სისხლი დაეხმარება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ამ აქციას ვატარებთ პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ამრ ელაბვაზი.

კომპანია „იორკ თაუერსი“ არის უცხოური უძრავი ქონების მართვის და სამშენებლო კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს. კომპანია 2019 წლის პირველ კვარტალში ტაბახმელაში მრავალფუნქციური თანამედროვე დასახლების „იორკ თაუნის“ განხორციელებას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას და მოიცავს 100 000მ2. პროექტის რეალიზაციისათვის 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომპანია „იორკ თაუერსი“ საქართველოს გარდა თურქეთში, კატარში, დუბაიში, ეგვიპტესა და აზერბაიჯანში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები