რას ნიშნავს ეკო სოციალური პასუხისმგებლობა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ყოველდღიურობაში და რა გავლენა აქვს სამყაროზე - ეს საკითხი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა ინდივიდუალური განათლებით არის შესაძლებელი. ამ მიმართულებით, საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია, მარადმწვანე დეკორითა და მწვანე სივრცეების პოპულარიზაციით „იოვერდე“ ოპერირებს. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, რომ ადამიანებმა მწვანე სივრცეები განსაკუთრებულად შეიყვარონ და უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ მიმართულებით. იოვერდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მაკდონალდს საქართველოს გამწვანების პროექტია. ყველასათვის საყვარელი რესტორნის ორ ობიექტში იოვერდეს მიერ შექმნილ მწვანე, დეკორაციებს იხილავთ. რას საქმიანობს კომპანია იოვერდე და როგორ შედგა მაკდონალდს საქართველოსთან თანამშრომლობა?