მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone 11 სამმაგი კამერით - Apple-ის ახალი ინოვაცია

5d789a38dfc07
მიხეილ ხაჩიძე
11.09.19 22:00
3232
ამ ღონისძიებას iPhone-ის ფანები დიდი ხანია მოუთმენლად ელოდნენ. სავარაუდოდ, ამდენ ნოუ-ჰაუსა და ინოვაციას არცერთი მათგანი არ ვარაუდობდა. Apple-ის შეფმა ტიმ კუკმა კალიფორნიაში, კუპერტინოს სტივ ჯობსის თეატრში არა მარტო სმარტფონების ახალი თაობა, არამედ, Apple Watch, Apple TV და iPad -ების აფდეითები წარადგინა.


ახალი iPhone 11 სამი ვარიანტისაა. ორ ტოპ მოდელს დამატებით Pro და Pro Max ჰქვიათ. ორივე მათგანს OLED-დისპლეი აქვს. iPhone 11 Pro 5.8, ხოლო Pro Max 6.5 დიუმიანი ეკრანული დიაგონალით არის წარმოდგენილი. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ახალი პროცესორი A13 Bionic-ით, უფრო მეტ გადამამუშავებელ ენერგიას მიაწვდის ტელეფონებს, ვიდრე მათ წინამორბედებს შეეძლოთ.





ამ სეზონზე ყველაზე გასაოცარი სიახლე, სმარტფონების უკანა სამმაგი კამერაა. სხვა მწარმოებლების მსგავსად, Apple საუკეთესო ფოტოების გადასაღებად სამ სენსორს და ლინზას იყენებს. ამგვარად კომპანიის ახალ ტელეფონებს 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ოპტიკური ორმაგი მასშტაბით და 12 მეგაპიქსელიანი სენსორი სუპერ ფართო კუთხის ლინზებით ექნებათ.


 


ორივე Pro მოდელს  64, 256 ან 512 გიგაბაიტიანი მეხსიერება აქვს. IPhone 11 Pro საცავების რაოდენობის მიხედვით - 1149 ევრო, 1319 ან 1549 ევრო ეღირება. რაც შეეხება IPhone 11 Pro Max-ს, მათი საბაზრო ღირებულება 1249, 1419 და 1649 ევროთი განისაზღვრა. მოწყობილობები ევროპულ ბაზრებზე 20 სექტემბრიდან გამოჩნდება.






მესამე სმარტფონი, რომელიც ტიმ კუკმა წარადგინა, უბრალოდ iPhone 11-ის სახელს ატარებს. ტექნიკურად, იგი დიდწილად შეესაბამება ორივე ზემოთ ხსენებულ Pro მოდელებს, მაგრამ არსებობს გარკვეული განსხვავებები: Apple იყენებს iPhone 11-ში OLED ეკრანის ნაცვლად, მხოლოდ 6.1 დიუმიან LCD დისპლეი ტექნოლოგიას. ასევე მას სხვა მოდელების მსგავსად, სამმაგი კამერა არ აქვს. ამის ნაცვლად, მოწყობილობის უკანა ნაწილზე მხოლოდ სტანდარტული კამერა და სენსორია, რომელსაც ულტრა ფართო კუთხის ობიექტივი გააჩნია. iPhone 11 64, 128 ან 256 გიგაბაიტიანი მეხსიერებით არის, მათი საბაზრო ღირებულება 799, 849 და 969 ევროა.






სამივე ახალ მოდელში Apple– მა უარი თქვა 3D-Touch ფუნქციაზე. ეს უკანასკნელი სენსორულ ეკრანს მსუბუქ და მყარი შეხების საშუალებას აძლევდა. კომპანია ამ ნიუ-ჰაუს ახალი iOS 13 – ის მეშვეობით გამოიყენებს. (გააჩნია ახალ მოდელებს).

 

სიახლეა Apple Watch-ის ფანებისთვისაც. ახალ საათებს მთავარი აფდეითი სრულიად განახლებული აქვთ. მეხუთე თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ნოუ-ჰაუდ ითვლება ის, რომ საათის ეკრანი აღარ ქრება. მასზე დატანებული ინფრომაცია მუდამ ხელმისაწვდომი და ხილვადი იქნება. წინა საათებში კი, ამისთვის ხელის მოძრაობა (აწევა-დაწევა) იყო საჭირო. Watch- ის მეხუთე თაობა ალუმინის, ფოლადის, ტიტანის და კერამიკული კორპუსითაა ხელმისაწვდომი. 





საათის ფასი 449 ევროდან იწყება; ყველაზე ძვირი მოდელი კერამიკული კორპუსის საათია, რომელიც 1499 ევრო ღირს. Apple Watch Series 5 18 საათის განმავლობაში შეძლებენ დამუხტვის გარეშე მუშაობას. მათი მთავარი ახალი ფუნქცია ექსტრემალური ზარები იქნება, რაც ახალი Apple Watch-ის მოდულებით შესაძლებელია - საგანგებო სიტუაციების სამსახურების და სასწრაფოს გამოძახება, მაშინაც კი, თუ მომხმარებელი უცხოეთში იმყოფება. საათი ავტომატურადაც დარეკავს, თუ მისი მფლობელი წაიქცევა და გარკვეული დროის განმავლობაში არ გაინძრევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები