მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone 17-ის გამოსვლის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

Apple
BM. GE
05.08.25 16:30
3611

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, iPhone-ის მწარმოებელი Apple-ი სექტემბერში ახალ მობილურს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია iPhone 17-ის რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ერთ ახალ მოდელს 8 ან 10 სექტემბერს წარადგენს. ახალ ხაზში წარმოდგენილი იქნება: სტანდარტული iPhone 17, ასევე გაუმჯობესებული შესაძლებლობის iPhone 17Pro, ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი iPhone 17ProMax-ი და უახლესი დამატება iPhone 17 Air-ი. ეს უკანასკნელი ყველაზე იაფი ეღირება, თუმცა კომპანიაში პირობას დებენ, რომ ბიუჯეტური მოდელი მის ძვირად ღირებული ანალოგებისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 17 და iPhone 17 Air-ის ფასი $899 დოლარი იქნება, რაც შეეხება iPhone 17Pro-ს ის $100 დოლარით ძვირი ეღირება. ხოლო ხაზის ყველაზე ძვირიანი მოდელის, iPhone 17ProMax-ის ღირებულება $1,199 დოლარიდან დაიწყება.

Apple-ის ინსაიდერების ინფორმაციით, iPhone 17-ის ხაზის ყველა წარმომადგენელს 120-ჰერციანი ProMotion ოლედ ეკრანი ექნება ჩაშენებული. ამასთან, ახალი A19 ჩიპებითა და 8-გეგაბაიტიანი პროცესორით აღიჭურვება $899-დოლარიანი მოდელები. რაც შეეხება iPhone 17Pro-სა და iPhone 17ProMax-სს, ამ მოდელებში გაუმჯობესებული, A19Pro ჩიპი და 12-გეგაბაიტიანი პროცესორი ჩაშენდება.

უმჯობესდება კამერის შესაძლებლობებიც. iPhone17-ის უკლებლივ ყველა მოდელის წინა კამერა 24-მეგაპიქსელიანი, მთავარი კამერები კი 48-მეგაპიქსელის სიმძლავრის იქნება. Pro-მოდელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მომხმარებელს არსებული მეგაპიქსელების უკეთ ათვისების შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება ფერებს, ახალ iPhone 17-ებზე განსაკუთრებით გამორჩეული მხოლოდ ერთი ფერი, სტაფილოსფერი იქნება, ასევე დაბრუნდება მუქი ლურჯი ფერი. დანარჩენ შემთხვევებში კი შენარჩუნდება სტანდარტული ნაცრისფერი და თეთრი ფერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები