მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Iphone - 17 წლის ბრენდი Apple-სგან - როგორ შეცვალა იუბილარმა კომპანიამ სამყარო?

ზუსტად 17 წლის წინ, 2007 წლის 9 იანვარს პირველი თაობის iPhone სმარტფონის პრემიერა შედგა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში და Apple-ი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად აქცია. სხვათა შორის, აიფონის გამოსვლის შემდეგ ტექნოლოგიურ სამყაროში ასეთი ტერმინი დამკვიდრდა -"ეს აიფონური მომენტია" , რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში რაღაც ეპოქალური მნიშვნელობის ხდება და მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. 2 ტრილიონ 888 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით Apple დღეს, მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, თუმცა აქციების ფასის ვარდნამ, რასაც iPhone-ის გაყიდვების შემცირებას უკავშირებენ, შესაძლოა, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დააკარგვინოს. თუ აქციების ფასის კლება გაგრძელდება, Apple-სგან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუს კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი გადაიბარებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქციების ღირებულების ზრდის ხარჯზე მასთან კაპიტალიზაციით ჩამორჩენას უფრო და უფრო ამცირებს.