მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

iPhone-ის გაყიდვები მცირდება

5c2dee1499bba
ანნა ლაპიაშვილი
03.01.19 19:20
1215
iPhone-ის გაყიდვები მცირდება.

Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა ინვესტორები მათთვის გაგზავნილი წერილით iPhone-ს გაყიდვების შემცირებაზე გააფრთხილა.

კუკმა გაყიდვების შემცირების მთავარ მიზეზებს შორის ჩინეთსა და აშშ-ს შორის „სავაჭრო ომი“ დაასახელა.

ტიმ კუკი ინვესტორებისათვის გაგზავნილ წეილში წერს, რომ ბოლო კვარტალში Apple 84 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, რაც წინასწარ პროგნოზირებულზე ნაკლებია, რადგან ორი თვით ადრე კომპანიის წინასწარ გეგმაში 89-დან 93 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღება იყო გათვალისწინებული.

CNBC-თან ინტერვიუში ტიმ კუკი ამბობს, რომ გაყიდვების შემცირება განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩინეთშია.

„დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკაზე დამატებით ზეწოლას ახდენს”, - ამბობს Apple-ის ხელმძღვანელი.

შედარებით ადრე, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ “თვალს ადევნებს სუსტ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები