NATO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Apple-ის iPhone-სერია საკმარისად უსაფრთხო და დაცულია სამხედრო ალიანსის მიერ შეზღუდული კლასიფიკაციის მქონე კონფიდენციალური მონაცემების დასამუშავებლად და შესანახად.
მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ Apple-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობებს აღარ დასჭირდებათ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ან დამატებითი კონფიგურაციები ამ ტიპის ინფორმაციის შესანახად, რაც ბიუროკრატიულ პროცესებს ამარტივებს.
NATO-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის შეფასებით, iPhone-ში ჩაშენებული უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის მონაცემთა დაშიფვრის ტექნოლოგია და აპარატურული იზოლაცია, სრულად აკმაყოფილებს ალიანსის საიდუმლო ინფორმაციის შენახვის სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ "NATO Restricted" არის კლასიფიკაციის ის დონე, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ალიანსის ინტერესებს, თუმცა ის არ წარმოადგენს უმაღლესი სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებას, როგორიცაა "Secret" ან "Cosmic Top Secret" კლასიფიკაცია. ამ უკანასკნელი კატეგორიებისთვის ისევ გამოიყენება სპეციალიზებული, მაღალი დაცვის მქონე მოწყობილობები და არც iPhone-ები ან ჩვეულებრივი კომპიუტერები.




























