მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Iphone-ის სისტემური შენელების გამო სამხრეთ კორეაში Apple-ს უჩივიან

5a61e1a809151
BM.GE
19.01.18 16:19
1083
სამხრეთ-კორეის ორგანიზაციამ "გაერთიანებული მოქალაქეები სამომხმარებლო სუვერენიტეტისთვის" (Citizens United for Consumer Sovereignty) iPhone-ების შენელებული მუშაობის გამო, ამერიკულ კორპორაციას Apple Inc უჩივლა და მისი აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სამხრეთ-კორეული ორგანიზაცია ამერიკულ კომპანიას ქონების დაზიანებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.

"Apple-მა თავისი ერთგული გულშემატკივრების ხათრით, iPhone-ების შენელების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს“- აცხადებს სამხრეთ-კორეული ჯგუფის ხელმძღვანელი პაკ-სუნ-ჯანგი.

ორგანიზაციას Apple-ის წინააღმდეგ 120 მოსარჩელის სარჩელი აქვს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს Apple-მა ოფიციალურად აღიარა, რომ ძველი iPhone-ების სისწრაფეს კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით განზრახ ანელებდა. როგორც კი კუკის კორპორაციამ აღნიშნულის შსახებ განაცხადა, კომპანიის წინააღმდეგ 8 საქმე აღიძრა. როგორც Reuters წერს, სისტემის შენელება iPhone 6-ს iPhone 6s-ს, iPhone SE-სა და iPhone 7-ს შეეხო.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ Apple-მა აღნიშნული ნაბიჯი სპეციალურად გადადგა და ამ გზით მის მომხმარებელს ახალი iPhone-ის შეძენა აიძულა.

როგორც Reuters წერს, სეულის ცენტრალური ოლქის პროკურატურამ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა. Apple-ის სავარაუდო თაღლითობის შესახებ წინასწარი გამოძიება საფრანგეთის პროკურატურამაც დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები