IPM Market Intelligence Caucasus-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
კითხვაზე, პირადად თქვენ ვის მიიჩნევთ საქართველოს პრეზიდენტად, პასუხები ასეთია:
- 46% - სალომე ზურაბიშვილი
- 22% - მიხეილ ყაველაშვილი
- 16% - არც ერთს
- 16% - არ იცის/უარს ამბობს პასუხზე
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.