მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13,09% , ივლისში კი 13,56% იყო.

ამასთან, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთები ივლისში ივნისთან შედარებით 9,03%-დან 8,48%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთმა 9,39%-დან 9,29%-მდე, ხოლო ფიზიკურ პირებზე 7,26%-დან 6,53%-მდე დაიკლო.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წლის ივლისთან შედარებით, წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირედით 16,47%-დან 16,25%-მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი - 7,01%-დან 8,48%-მდე გაიზარდა. ლარიზაციის და ცვლადგანაკვეთიანი სესხების პორტფელის ზრდის ფონზე საქართველოს საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ საპროცენტო განაკვეთები როგორც არსებული სესხების დიდ ნაწილზე, ლარში, ცვლადგანაკვეთიან სესხებზეც შემცირდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე 0.25 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე შეამცირა.

სტუმრები :

ალექსანდრე ძნელაძე - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;

რატი მორჩილაძე - Foresight Investment Group-ის საინვესტიციო ოფიცერი;