მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა / რა შეთავაზება აქვს “თეთრ კვადრატს”?

BM.GE
06.09.21 12:30
549
2 სექტემბერს ძალაში შევიდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომლის მიზანიც უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებასთან ერთად მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე მოხდება. ცხადია სუფსიდირების ამ კომპონენტით სარგებლობას თავისი კრიტერიუმები აქვს.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილებისმიხედვით, კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ასუფსიდირებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:

3,5 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი, 1,5 %-ის, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მსურველებისთვის სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორს დამატებით შეთავაზება აქვს. 11 წლიანი გამოცდილების გუნდი თეთრი კვადრატიდან მსურველებს დამატებით იპოთეკურ სესხს წლიურად 3% იან თანადაფინანსებას ამატებს. თუმცა ეს შეთავაზება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებისთვის არ არის.

სტუმარი: ირაკლი ბურდილაძე - დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები