მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად, შესაძლოა, 20 წელი განისაზღვროს

5ae319bb01a9f
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.18 16:44
1146
ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხევითაც კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე, როგორებიცაა: ტაქსი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი/სალონის ხელოსანი, გზავნილები.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის - 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის - 4 წელი. 

ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ასევე დაუშვებელია ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები