მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთერაპია, ეკოლოგია, ლიტერატურა, სპორტი, ხელოვნება... - რას ისწავლიან ბავშვებო საცხენოსნო კლუბში?

ცხენები

კომპანია „რაიდმედს“ გამაჯანსაღებელი, სპორტული და სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებით საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. საცხენოსნო კლუბი 2023 წლის თებერვლიდან, უკვე არსებული გამოცდილების და ამ წლების განმავლობაში შექმნილი ბაზის გამოყენებით სრულიად ახალ ფორმატს სთავაზობს ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს.

“რაიდმედის ბავშვთა კლუბის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო პავლიაშვილი “BMG”-სთან ამბობს, რომ კლუბის ყველაზე გამორჩეული მიმართულება იპოთერაპიის პროგრამაა, რომელიც სპეციალურად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შეიქმნა.

„რაიდმედის ბავშვთა კლუბის“ მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ბავშვის დაახლოება ბუნებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ადრეული ასაკიდან. კლუბის პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა, საცხენოსნო სკოლა და იპოთერაპიის ცენტრი, მებაღეობის და ეკოლოგიის სკოლა, ამასთან მუდმივად გვაქვს ხატვის, ხელოვნების და კულინარიის მასტერკლასები. კლუბის კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბავშვთა ღონისძიების ცენტრიც, სადაც მსურველებს საშუალება აქვთ დაბადების დღის მოწყობის და სხვა აქტივობების დაგეგმვის”, - ამბობს ნინო პავლიაშვილი.

“რაიდმედის” გუნდში ამბობენ, რომ საცხენოსნო სკოლას გარდა ფიზიკური აქტივობებისა, დიდი სოციალურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს.

“ჩვენს საცხენონსო სკოლაში, სწავლება თამაშის ფორმით, არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც ზრდის ბავშვების დაინტერესებას კონკრეტული თემების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგია, ლიტერატურა, სპორტი, ხელოვნება და ა. შ. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ბავშვები და მოზარდები გაუცხოებულნი არიან ბუნებისგან, სწორედ ამიტომ საცხენოსნო სკოლას გარდა ფიზიკური აქტივობისა, დიდი სოციალურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ენიჭება. პატარებს საშუალება აქვთ არა მხოლოდ გაიცნონ თავისი მეგობარი ცხენი, არამედ შეეჩვიონ ცხენოსნურ გარემოს, თავლას, ცხენის სადგომს, ცხენის მოვლასა და კვებას. რაც ცხენისა და ბავშვის დაახლოებას უწყობს ხელს. ამასთან, ბავშვთა კლუბის ყველაზე გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს იპოთერაპიის პროგრამა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის. იპოთერაპია, შეუცვლელი საშუალებაა სოციალური რეაბილიტაციისთვის. ცხოველზე მზრუნველობა, მისი მოვლა და გამოკვება ეხმარება ადამიანს კომუნიკაციის განვითარებაში და ჩუქნის მას უამრავ დადებით ემოციას”, - აცხადებს “რაიდმედის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

“რაიდმედის ბავშვთა კლუბის” 2024 წლის გეგმებში, საზაფხულო ბანაკის დაარსება შედის.

“სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გაზაფხულიდან დაგვემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, უკვე მიმდინარეობს დახურული დარბაზის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, სადაც ბავშვებს ბევრი საინტერესო ღონისძიებით ვუმასპინძლებთ.

2024 წლის ზაფხულის სეზონზე საცხენოსნო სკოლის დღის ბანაკსაც შევთავაზებთ თბილისში დარჩენილ ბავშვებს, განსხვავებული და საინტერესო პროგრამით.” ამბობს ნინო პავლიაშვილი.

“რაიდ რანჩო’, თბილისში, ლისზე მდებარეობს. საცხენოსნო კლუბში, ამჟამად 11 ადამიანია დასაქმებული, გაზაფხულიდან დატვირთვა საგრძნობლად იზრდება და შესაბამისად პერსონალის დამატებაც იგეგმება.