მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოვე "ორეოსა" და "დიროლის" ჯიხურები Open Air-ზე და ჩაერთე სახალისო აქტივობებში

6495921a6383f
BM.GE
23.06.23 16:36
579
თუ გსურს, Tbilisi Open Air-ზე კიდევ უფრო მეტი დაუვიწყარი მოგონება შეიქმნა, მაშინ Lisi Wonderland-ში აუცილებლად უნდა იპოვო ორეოსა და დიროლის ფერადი და მანათობელი ჯიხურები. ისინი 3 დღის განმავლობაში, 23, 24 და 25 ივნისს უცვლელ ადგილას დაგხვდება.

ორეოსა და დიროლის სივრცეებში მისულ სტუმრებს შეგეძლებათ ისარგებლოთ Lounge ზონითა და უფასო Wi-Fi-ით. ასევე, შეძლებთ დატენოთ თქვენი გაჯეტები, პარალელურად კი ჩაერთოთ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებებში. მონაწილეები დასაჩუქრდებით ორეოსა და დიროლის პროდუქციით და გამარჯვების შემთხვევაში, მოიპოვებთ სხვა საინტერესო პრიზებსაც.

დიროლის ჯიხურში შეხვდები Playtronic-საც, მოწყობილობას, რომლითაც ააწყობ და შექმნი საკუთარ მელოდიებს. აქვე სახალისო მომენტებს ლაივ რეჟიმში დიროლის საჰაერო ხომალდი – Dirol Airship დააფიქსირებს. ხომალდზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით კი საკუთარი თავის დანახვასაც შეძლებ.

დაბოლოს, არ დაივიწყო ორეოსა და დიროლის ჯიხურებში GIF ფოტოების გადაღება, რათა დიდხანს შემოინახო მეგობრებთან გატარებული სახალისო და ძვირფასი მომენტები.


(რ)