მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IPSOS: პანდემიის დროს საქართველოში გამოკითხულთა 20%-ს ხელფასს უგვიანებენ

5eb441e7a4ef7
მარიამ ადამია
07.05.20 22:00
1148
IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა 65% კვლავ დასაქმებულია სრულ განაკვეთზე, აქედან 33% დისტანციურად მუშაობს, 6% ხელფასიან შვებულებაში გაუშვეს, 9% დამსაქმებლებმა ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანეს, ხოლო 26% საერთოდ უსამსახუროდ დარჩა.
გამოკითხულ რესპონდენტთა 20% აცხადებს, რომ მათ ხელფასის გადახდას უგვიანებენ, ხოლო 56%-ს შემოსავალი შეუმცირდა. მოსახლეობის 31%-ის შემთხვევაში კი არაფერი შეცვლილა.

კვლევის თანახმად, ასევე გამოიკვეთა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად შიშობენ Covid-19-ით დაინფიცირებაზე - 55% და გაძვირებულ პროდუქტებზე - 29%. ხოლო შედარებით ნაკლებად შიშობენ ნავთობზე ფასის ზრდაზე - 11% და იმპორტული პროდუქციის დეფიციტზე - 10%.

გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა - 72%, რომლებიც გამოიკითხა კვლევის ფარგლებში, საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს ცუდად და მის გაუარესებას ვარაუდობს მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები