მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნებ შეიქმნას სახელმწიფო საწარმო, რომელიც პენსიონერებისთვის პირველადი მედიკამენტების იქნება და შესაძლოა, უფასოდაც დარიგდეს - ინჯია სარჯველაძეს

ფრიდონ ინჯია

იქნებ შეიქმნას სახელმწიფო საწარმო, რომელიც პენსიონერებისთვის პირველადი დახმარების იქნება და შესაძლოა, უფასოდაც დარიგდეს, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს.

“მე მაქვს წინადადებები, რომ გაძლიერდეს მაქსიმალურად რესპუბლიკური საავადმყოფო, ისე გაძლიერდეს, რომ მას დაექვემდებაროს რეგიონებში, ყველა რაიონში ამბულატორია, პატარა საავადმყოფო, რომელსაც კავშირი ექნება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ვიდეო კონსულტაციებისა და ვიდეო-მართვის მეშვეობით, თავისი ავტოტრანსპორტით, რომელიც შეძლება რაიონიდან პირდაპირ სახელმწიფო დაწესებულებაში გადაყვანილი იქნეს ავადმყოფი და ასე იყოს დაცული ყველა რაიონი. ასევე, შეიქმნას სახელმწიფო საწარმო, რომელიც იქნება მედიკამენტებზე გათვლილი, სადაც გამოვუშვებთ ისეთ წამლებს, რომელიც პირველადი იქნება პენსიონერებისთვის და გარკვეული ტიპის წამლები შეიძლება უფასოდაც დარიგდეს“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები