რას ნიშნავს, ამერიკის მიერ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის უკვე დაწესებული სანქციები, BMGtv-ის გადაცემა "საქმის კურსში" ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან და მათ შორის მათ ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხებით იყო მცდელობა შტატების პოზიცია, გადაწყვეტილება თუ განსახილველი აქტი, როგორც საქართველოს საწინააღმდეგო ისე წარმოჩენილიყო, რთულია ისეთ საინფორმაციო იზოლაციაში მოქცევა, რომ პროპაგანდის მიზნობრიობის მიუხედავად, სიმართლე დაიმალოს.
ალაფიშვილი განმარტავს, რომ სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება სავიზო შეზღუდვა. ისე, როგორც ეს მოსამართლეების და ყოფილი გენპროკურორის შემთხვევაში მოხდა.
" ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც აშშ არის ყველაფერი ეფუძნება კანონს, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე აქტს, ანუ იმ აქტს, რომელსაც იღებს საკანონმდებლო ორგანო. ბლინკენმა რაც გამოაცხადა იმისი საკანონმდებლო აქტი უკვე არსებობს, რომელიც მოქმედია და ეს გადაწყვეტილებაშივეა მითითებული, თუ რის საფუძველზე გამოიცა. კონგრესის მიერ ბლინკენი ავტორიზებულია, რომ თუ კი გაჩნდება ეჭვი დემოკრატიის ძირგამომთხრელ და დამაზიანებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავად მიიღოს სანქცირების გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს იქნება დამატებითი კანონი მიღებული, რა პროცესიც დაწყებულია.
უფრო გასაგები რომ გახდეს იმ პოზიციის მიმდევრებისთვის, ვინც ვინმეს გულის მოსაგებად, ან ვინმეს გულის დასამშვიდებლად რაღაც არასწორ მიმართულებას ავითარებენ. მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ამ აქტის საფუძველზე დასანქცირდნენ ქართველი მოსამართლეებიც. სია კი, ძალიან მალე იქნება და გამოცხადების მომენტიდან ამოქმედდება", - ამბობს ალაფიშვილი.
იურისტის თქმით, სანქციები სტრატეგიული და ყველაზე თანმიმდევრული მეგობრის მხრიდან იქნება წერტილოვანი და იმგვარი, რომ საქართველოს ეკონომიკა ფუნდამენტურად დააზიანოს.
" უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკა ჩვენი თანმიმდევრული, პრინციპული, ხანგრძლივი ისტორიის მქონე და ყველაზე ერთგული პარტნიორია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე. ყოველთვის თანმიმდევრულია და ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით დგას მე არ ველი, რომ ისინი ემოციურ ფონზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც დაგვაზიანებს ჩვენ, მოქალაქეებს. შეიძლება იყოს ძალიან წერტილოვანი, მოზომილი მაგრამ არა ისეთი, რომელიც მიაყენებს მთელს ეკონომიკას ზიანს. იქნება სანქციები, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას მოუსმინოს მის ამომრჩეველს და ისე იმოქმედოს. აქვე, ველი, რომ რამდენიმე ტალღისგან შეიძლება შედგებოდეს MEGOBARI აქტით სანქცირება. პირველი თუ კი დაკავშირებული იქნება რუსული კალკის მხარდამჭერებთან და ანიმატორებთან, სამართალდამცველებთან და შემდგომ უკვე მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომ თუ პროცესი არჩევნების პერიოდში და არა მხოლოდ არჩევნების დღეს დაუბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოს, პარტნიორობის აღდგენაზეა საუბარი", - თქვა ალაფიშვილმა "საქმის კურსში".