მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იქნება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში"

5a0856c383a60
BM.GE
12.11.17 18:11
944
იქნება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები.

"კონსულტაციები გვქონდა, შეგვიძლია დავადასტუროთ. შეგვიძლია ასევე დავადასტუროთ, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და ასევე პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ იქნება პრემიერმინისტრის ბრიფინგი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა მთავრობისთვის ნდობის ახლიდან გამოცხადება, მისი თქმით, ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაშიარისსაჭირო, თუ მთავრობა 1/3-ის შემადგენლობით იცვლება.

"ნდობის გამოცხადება დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. ზოგადად, თუ მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში საჭიროა პარლამენტმა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ხელახალ შემადგენლობას. თუ ამ მასშტაბით იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. ა შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უქმდება რამდენიმე სამინისტრო, მათ შორის ენერგეტიკის, სპორტის, გარემოს დაცვის და მათს ფუნქციებს სხვადასხვა სამინისტროები შეასრულებენ. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ცვლილებები მთავრობის კაბინეტში, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრად მოიაზრება ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. გავრცელებული ცნობებით, ასევე იცვლება განათლების მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები