მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იქნება თუ არა ანაკლიის პორტის კონკურენტი ფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი?

5c64359cc2cec
სალომე მეცხვარიშვილი
14.02.19 12:41
710
რამდენიმე კვირის წინ ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობა დაანონსდა. პროექტს “პეის ჯგუფი” განახორციელებს და ამ პროექტის დაფინანსებაში, ანაკლიის პორტის მსგავსად, შედის OPIC.

იქნება თუ არა ახალი ტერმინალი ანაკლიის პორტის კონკურენტი?

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კონკურენციას მიესალებიან და ამისთვის მზად არიან.

“ზუსტად ვერ გეტყვით “პეის ჯგუფი” რას აკეთებს, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ამ კონკურენციაში ჩავებათ.

ჩვენი მიმართულება არის საკონტეინერო გადაზიდვები, გვექნება 16 მეტრი სიღრმე და შევძლებთ ყველაზე დიდი საკონტეინერო გემების მიღებას, რომელთა შემოსვლაც შავ ზღვაში ბოსფორის სრუტით არის შესაძლებელი”,- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის კომერციული ბიზნესგეგმის 90% დაფუძნებულია კონტეინერებზე, რადგან ეს მიმართულება მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ყველა მწარმოებელი ფიქრობს, რომ მისი პროდუქცია კონტეინერში ჩაატიოს, რადგან ეს არის გადაზიდვის ყველაზე ეფქტური მეთოდი.

“თუ არ ვცდები, "პეისის ტერმინალი" არის გათვლილი უფრო ნაყარ ტვირთებზე და არა - საკონტეინერო ტვირთებზე. თუმცა ჩვენც გვაქვს ნაყარი ტვირთების ტერმინალი გათვალისწინებული პირველ ფაზაში.

ჩვენი ბიზნესგეგმა ასევე არ არის დაფუძნებული ჩინეთს აბრეშუმის გზაზე. ამის მიუხედავად ტვირთების დიდი პოტენციალია. მივესალმებით ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებას. კონკურენცია არის ყოველთვის ჯანსაღი და ეს ნიშნავს, რომ მეტი ტვირთი გაივლის საქართველოს გავლით”, - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები