მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში? - პრემიერის პასუხი

5c0e496947340
თელარა გელანტია
10.12.18 15:07
1117
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა არჩევნების პირველ და მეორე ტურებზე მოქალაქეებისგან მკაფიო გზავნილები მიიღო. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა და დასძინა, რომ საზოგადოების გზავნილები კარგად არის გააზრებული.

„ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისგან, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული. თუ დავაჯამებთ, 2019-2020 წლებში საქართველოს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მრლდ ლარი. ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ყველა მიმართულებით. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას. ეს ციფრი, თავისთავად, მოითხოვს ძალიან ეფექტურ მენეჯმენტს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შევძლოთ. აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები