ელექტრონული კომერციის სფერო განვითარების ახალ ეტაპზე სულ უფრო სწრაფად გადადის. მომხმარებლის ქცევისა და მოლოდინების ტრანსფორმაციასთან ერთად ბიზნესებისთვისაც იცვლება გაყიდვების არხები, მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმატი და ზრდის შესაძლებლობები.
ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილებისა და მიგნებების გაზიარება.
სწორედ ამაზე სასაუბროდ 6 ნოემბერს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეოთხედ გაიმართება ელექტრონული კომერციის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება - eCommerce Georgia 2026.
საქართველოს ბანკი ბიზნესის, Visa-სა და Inspark-ის მხარდაჭერით, კონფერენცია კიდევ ერთხელ შეკრებს ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებს იდეების, ინოვაციური მიდგომებისა და ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების განსახილველად.
ღონისძიების სპიკერები
eCommerce Georgia 2026-ის სცენაზე წარდგებიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ლიდერები, რომლებიც ინდუსტრიის მომავალს ქმნიან. გამომსვლელებს შორის არიან:
- დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
- მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორის უფროსი;
- მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
- ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
- ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
- დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტების არქიტექტორი;
- იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
- არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
- მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტების ინჟინერი;
- ილია გიჯაშვილი - QuickShipper-ის თანადამფუძნებელი.
მთავარი თემები
წლევანდელი ღონისძიება იმ აქტუალური თემების განხილვას დაეთმობა, რომლებიც ბიზნესებს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასა და კომერციის ახალ ეტაპთან ადაპტაციაში ეხმარება. კერძოდ:
- საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, მრავალარხიანი და სოციალური კომერცია;
- ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
- ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
პანელური დისკუსიები და დემო ლაივ სესიები
კონფერენციის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პანელური დისკუსია გაიმართება:
პირველი დისკუსიის თემაა „ვის ეკუთვნის მომხმარებელი?", ანუ ვის ხელშია რეალური კავშირი მომხმარებელთან და როგორ ნაწილდება გავლენა საცალო მოვაჭრეებს, მარკეტფლეისებს, სოციალურ პლატფორმებსა და AI აგენტებს შორის.
მეორე დისკუსიაზე, „ბოლო მილის რბოლა: სისწრაფე, ფასი თუ მომხმარებლის გამოცდილება?", გაირკვევა, როგორ შეიძლება ლოგისტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება ისე, რომ მომხმარებელმა უკეთესი მომსახურება მიიღოს, ხოლო ბიზნესმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.
რაც შეეხება დემო ლაივ სესიებს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული დემონსტრაციების საშუალებით გაეცნონ Amazon Web Services-ის, Glovo-სა და Admagica.ai-ის ციფრულ გადაწყვეტებს. Amazon Web Services შოპინგში AI აგენტების შესაძლებლობებს წარმოაჩენს, Glovo საკუთარი პლატფორმის მაგალითზე აჩვენებს, როგორ მუშაობს რეკლამა აპლიკაციაში, Admagica.ai კი გააზიარებს, როგორ შეიძლება AI-ის დახმარებით სულ რამდენიმე წუთში პროფესიონალური რეკლამის შექმნა.
რატომ არ უნდა გამოტოვოთ ღონისძიება?
“eCommerce Georgia 2026 სცდება სტანდარტული კონფერენციის ჩარჩოებს და ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესებს, პროფესიონალებსა და ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ ადამიანებს. ბიზნესები გაიგებენ, რა იცვლება ინდუსტრიაში, როგორ ვითარდება თანამედროვე კომერცია და რა პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიმართავენ კომპანიები ამ ცვლილებებზე საპასუხოდ. სფეროთი დაინტერესებული მონაწილეები კი ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. ამასთან ერთად, გაეცნობიან პროფესიულ შესაძლებლობებს და გააფართოებენ საკუთარ ბიზნესკავშირებს," - ამბობს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Galt & Taggart, Web Features, UGT Cloud, Glovo, Amazon Web Services, eComm Association in Bosnia and Herzegovina, Dubai Commercity, eCommerce Community Azerbaijan, Extra.ge, Creatio, Boxette Georgia, UNIEF, Kiwi Post, Azfina, Retailgrid, Aramex, MAVA, Quickshipper, Onway, Port:80, Johnnie Walker, Admagica.ai.
ბილეთები ხელმისაწვდომია Biletebi.ge-ზე





















