მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქონია თუ არა გავლენა ივანიშვილის ინტერვიუმ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე - "ომეგა ჯგუფის" პასუხი

5bd42a20da02c
თელარა გელანტია
27.10.18 13:03
1201
„ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კომპანიამ ბიუჯეტში დავალიანების სახით 2 მლნ ლარი გადაიხადა.

როგორც აღდგომელაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, კომპანიამ შეიძინა აქციზური მარკებიც და წარმოების განახლებას დაიწყებს.

რაც შეეხება, დანარჩენი ვალდებულების მომსახურებას, „ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკება ჯერჯერობით მიღწეული არაა.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ გაგვიკეთონ 5-წლიანი რესტრუქტურიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წელი მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას გადავიხდით და 2 წლის შემდეგ კი, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში დავფარავთ ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას სრულად, მაგრამ ამაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - იქონია თუ არა გავლენა ვალის გადახდის დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ორმა ინტერვიუმ, აღდგომელაშვილმა შემდეგი პასუხი გაგვცა:

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთი ის ვიცი, რომ კომპანიამ მოახერხა 2 მლნ ლარის მობილიზება და ბიუჯეტში ამ თანხის შეტანა. ჩვენ ფინანსთა სამინისტრო თავდაპირველად გვთხოვდა, 20 მლნ ლარის ვალდებულების ერთბაშად დაფარვას, შემდეგ შემოგვთავაზეს წლის ბოლომდე დაგვეფარა 10 მლნ, მაგრამ კომპანიისთვის, რომელიც სამი თვეა გაჩერებულია, ეს შეუძლებელი იყო“, - განაცხადა მან.

Bm.ge-ის დამატებით კითხვაზე - როგორ მოახერხა „ომეგა ჯგუფმა“ ფინანსთა სამინისტროს დარწმუნება, რომ 2 მლნ ლარის ვალის დაფარვის შემთხვევაშიც მოეხსნათ ანგარიშზე ინკასო და მიეცათ აქციზური მარკები, აღდგომელაშვილს კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა.

„ვერ გეტყვით. ალბათ მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდია, როცა კომპანია საერთოდ გაჩერებულია და ბიუჯეტში თანხა არ შედის; სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი 1300 ადამიანი და მაუწყებლობა შეაჩერა „იბერიამ“. კარგი იქნებოდა, რომ ამას უფრო ადრე მიმხვდარიყვნენ“, - აღნიშნა მან.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები