ასლანიშვილის განცხადებით, ის ოფიცილურად თანამდებობას 20 მაისიდან დატოვებს.
"უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში მე ვიკავებდი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას და ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო ამ ორგანიზაციაში საქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო ჩვენს ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობასთან და მის განვითარებასთან.
განვლილი ექვსი წლის მანძილზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და დღეს აერთიანებს 72 კომპანიას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარგის ლიდერი, წარმატებული კომპანიაა.
ხაზგასასმელია თუ რაოდენ გაიზარდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობადობა, როგორც ხელისუფლების თითოეულ შტოში, პარტნიორებში, ასევე, მედიასაშუალებებში და ბიზნეს საზოგადოებაში.
ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდი ყოველთვის იყო პირველი მათ შორის, ვისი ხელშეწყობითაც მოხერხდა არაერთი წარმატებული რეფორმის განხორციელება და ყოველთვის იყო პირველი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ბიზნესგარემოს დამაზიანებელ ამა თუ იმ ინიციატივას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს გიგა ჭირაქაძეს, რომლის უშუალო ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა იმ წარმატებაზე საუბარი, რომელსაც ასოციაციამ ბოლო ამ 10 წელში მიაღწია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიგას უშუალო ძალისხმევისა და შემართების გარეშე ჩვენი ორგანიზაცია ვერ შედგებოდა და ვერ დაიმკვიდრებდა ლიდერი ბიზნეს ასოციაციის იმიჯს!
ჩემთვის უაღრესად საინტერესო იყო ჩემს უმაგრეს გუნდთან ერთად გატარებული წლები და ამ პერიოდში გადაწყვეტილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები.
რაც შეეხება ჩემს ძირითად სათქმელს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე და ახლა დროა ახალ, განსხვავებულ სფეროში გავაგრძელო საქმიანობა და მინდა გაცნობოთ რომ მიმდინარე წლის 20 მაისიდან ვტოვებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
მე ყოველთვის ვიქნები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გულშემატკივარი და ჩემს წვლილს შევიტან მის შემდგომ წარმატებებში,"- წერს ასლანიშვილი საკუთარ facebook-ზე.