"2008 წლის აგვისტო. იმ დროს, ბანკ რესპუბლიკის (Societe Generale) კომერციული დირექტორი გახლდით. ზედმიწევნით კარგად მახსოვს ბეწვის ხიდზე როგორ გაიარა საქართველოს ეკონომიკამ და საბანკო სისტემამ. ორი რამ იყო მაშინ მთავარი, პირველი ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბანკო სისტემის გადარჩენა. მახსოვს ის ყოველწუთიერი შეხვედრები, გაუთავებელი ზარები, დაპანიკებული მეანაბრეები. იმ დროს ყველას კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ერთი თუ წაიქცა ყველა წავიქცეოდით და ვერსადროს ვეღარ დავდგებოდით ფეხზე!
ბანკების ლიკვიდობის მართვა საათობრივად ხდებოდა, სპეც. რეისებით ხდებოდა უცხოური ვალუტის შემოტანა ქვეყანაში რომ პანიკა ჩამქრალიყო! არცერთი საათი შეფერხება არ იყო არც ფილიალში, არც ბანკომატში! ეს ყველაფერი ერთად შევძელით! ფასდაუდებელი იყო მაშინდელი ეროვნული ბანკის და მისი მენეჯმენტის ეფექტურობა, კოორდინაცია, კომუნიკაცია!
დღეს რას ვხედავთ? ძალით გვინდა დავაზიანოთ ის რაც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვებრძვით იმას რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ!
განვმეორდები: ერთი თუ წაიქცა, ყველა მიჰყვება დომინოს პრინციპით!"- ირაკლი ალსანიშვილი.