თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებში ბიზნესის სექტორის ჩართულობაზე ისაუბრა.
„დედაქალაქის მერია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან და ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ ხელსაყრელი წინადადები, რომელიც ამავდროულად დედაქალაქისთვის იქნება სასარგებლო“, - განაცხადა ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ბიზნესის ჩართულობა არა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაში, არამედ კონკრეტულ რეაბილიტირებულ პროექტებში ხორციელდება, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია.
„ჩართულობაზე როცა ვსაუბრობთ, არ იგულისხმება საგზაო ინფრასტრუქტურაში ჩართვა. გვაქვს რამდენიმე პროექტი, მაგალითად, ფიროსმანის ქუჩის და მიმდებარე არეალის რეაბლიტაცია, სადაც ისტორიული შენობების რაოდენობა არის მინიმალური. ეს შეიძლება ბიზნესს შევთავზოთ იმის ხარჯზე, რომ მოხდეს არსებული მოსახლეობის დაკმაყოფილება და დამატებით შეიქმნას ფართები, რომელიც იქნება კონკრეტული ბიზნესის საკუთრება.
მუნიციპალიტეტისთვის სარგებელი იქნება უზარმაზარი იმიტომ, რომ დედაქალაქი მიიღებს რეაბილიტირებულ არეალს, თან ეს მოხდება არა - ბიუჯეტის, არამედ კერძო ბიზნესის ხარჯზე, ხოლო რაც შეეხება ბიზნესის ინტერესს, მათ ეძლევათ საშუალება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შექმნან ახალი ფართები, რომლის საბაზრო ღირებულება რეაბილიტაციის შემდეგ დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება და ამას რასაკვირველია, თავის სასრაგებლოდ გამოიყენებენ“, - აღნიშნა ბენდელიანმა.

























