მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი დიასამიძე: "თიბისის" განახლებადი ენერგიის წყაროების დაფინანსებაში ლიდერის პოზიცია უკავია"

5e48f9b404e73
ნუცა ბაზლიძე
16.02.20 13:20
2353
"ვფიქრობთ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის პროექტების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს, "თიბისი ბანკს" განახლებადი ენერგიის წყაროების ფინანსირებაში ლიდერის პოზიცია უკავია", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ენერგეტიკის სექტორის უფროსმა ირაკლი დიასამიძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

როგორც დიასამიძე განმარტავს, "თიბისი ბანკისთვის" ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება ისტორიულად პრიორიტეტულია, ამ ეტაპზე კი ბანკმა 23 პროექტი დააფინანსა, საიდანაც 13 უკვე წარმატებით ოპერირებს, 10 კი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა.

ამასთან, დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმ განმასხვავებელ ფაქტორზე, რომ "თიბისი ბანკში" ცალკე გამოყოფილია გუნდი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს. დიასამიძე აღნიშნავს, რომ ამ გუნდში წარმოდგენილი ადამიანები პროფესიონალები არიან, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნიკური ნაწილითაც, რაც ბანკს საშუალებას აძლევს, პროექტი კომპლექსურად, დაწყებიდან ბოლომდე დაფაროს.

გადაცემაში სტუმრობისას ირაკლი დიასამიძე "მტკვარი ჰესის" საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროექტი ბანკისთვის საწყისი ეტაპიდანვე საინტერესო იყო.

"მტკვარი ჰესი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობაში. ის წარმოადგენს ყველაზე მსხვილ პროექტს ამ სექტორში, რომელიც ლოკალური ბანკის მიერ ფინანსდება. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორიცაა გვირაბის გათხრის სამუშაოები, წარმატებით დასრულდა", - აღნიშნავს ირაკლი დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტის ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია უკვე დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები