Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival (WAF)-ის ფინალშია წარდგენილი.
WAF მიიჩნევება არქიტექტურის "ოსკარად", და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ამ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ნომინანტებს შორის ყოფილან ისეთი გლობალური არქიტექტურული კომპანიები როგორებიცაა Zaha Hadid Architects და Foster + Partners, რაც ხაზს უსვამს Alpha Architecture-ის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობას.
ეს აღიარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული არქიტექტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით.























