ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს.
კომპანია, რეგიონში CEFC-ის ინვესტიციების მართვას განახორციელებს.
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. კომპანიის ინტერესების სფეროს ასევე წარმოადგენს ფასიანი ქაღალდები, აქტივების მართვა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობა.
2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში კომპანია 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ი ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე საქართველოში.
IPN