მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერი
18.01.24 18:26
849

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს.

Alshaya Group -ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის ფრენჩაიზის ოპერატორია, მათ შორისაა Starbucks-ი, Mothercare-ი, H&M-ი, Debenhams-ი, American Eagle Outfitters-ი, Payless-ი და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ სექტორს: ჯანმრთელობის, სილამაზის, ავეჯის, მოდის, კვების, დასვენებისა და გართობის სექტორებს. ის მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მაღაზიას, კაფეს, რესტორანს, ონლაინ- და ციფრულ ბიზნესს ფლობს. Alshaya Group-ს, საცალო ოპერაციების გარდა, ათვისებული აქვს უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების, ავტომობილების სფეროები. კომპანიაში 46 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და მისი შემოსავალი 12,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები