მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირაკლი ღარიბაშვილი პრაგმატულია, სალომე ზურაბიშვილი - არა" - ასლან ბჟანია

ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი პრაგმატულია, სალომე ზურაბიშვილი - არა.  როგორც ე.წ. პრეზიდენტმა რუსულ გამოცემასთან განაცხადა, რომ “აფხაზეთი საქართველოსთან მშვიდობითა და კარგი მეზობლური ურთიერთობებითაა დაინტერესებული”.

კითხვაზე, უსაფრთხოების სფეროში ყოფილა თუ არა საქართველოს მხრიდან რაიმე პროვოკაცია და რამდენად სტაბილურია სიტუაცია “საზღვარზე”, ბჟანიამ უპასუხა:

"ჩემი აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელშიც ვგულისხმობ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს, არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრაგმატული ხალხია. ამ მხრივ, რაიმე დიდი პრობლემა არ ყოფილა. თუმცა დროდადრო ისეც ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები საჰაერო სივრცეს არღვევენ. ჩვენ ამ შემთხვევებს ვიმახსოვრებთ. 

მიუხედავად ამისა, საქართველოში დღის წესრიგიდან არ მოხსნილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების უკან დაბრუნების საკითხი. ამიტომ, ჩვენი სისუსტით არავის პროვოცირებას ვაპირებთ, ვიცით რა გვჭირდება და როგორ უნდა მოვიქცეთ. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით და კარგი მეზობლური ურთიერთობებით. ამ შემთხვევაში ბურთი მათ მოედანზეა",- განაცხადა ბჟანიამ. 

ამასთან, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით, რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “ცნობილი მიზეზების გამო არ ვიტყვი რომელ ქვეყნებთან ვსაუბრობთ, რადგან  ჩვენი მტრები ახმაურდებიან”, - აღნიშნა ბჟანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები