მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხდება

ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. საკითხზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1-ელ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პარტიისგან მივიღე შეთავაზება, რომ თანამდებობაზე ზაფხულში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს გუნდი და ჩამოაყალიბოს მთავრობა. უკვე ყოფილმა პრემიერმა, მომავალ პრემიერს წარმატება უსურვა.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები