მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების] საკითხზე საუბარი არ ყოფილა - ირაკლი კობახიძე

პოლიტსაბჭოს სხდომა

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მან ამის შესახებ "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში მედიასთან განაცხადა, სადაც დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაიმართა შეხვედრა.

მან ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვებაზე კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია რაც მოხდა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს გულისტკივილი გამოითქვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. ეს, რა თქმა უნდა, იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას ასევე დაუსვეს კითხვა მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, უნდა ველოდოთ თუ არა სამართლებრივ პროცესს, რაზეც განაცხადა, რომ "ამ შეკითხვას არავითარი საფუძველი არ აქვს".

"ჩემი მოლოდინია, რომ არ უნდა ველოდოთ",- ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები