მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი გილაური: საქართველოში ჰესების აშენება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფია

57a49414ea20f
BM.GE
05.08.16 17:21
2017
BGEO ჯგუფი, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას იწყებს. როგორც ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ჰესების სიმძლავრე 30 მეგავატი იქნება. ირაკლი გილაურის განცხადებით, 2 ჰესის მშენებლობა 2019 წლამდე დასრულდება.
 
"ამბობენ, რომ საქართველოს არ აქვს რესურსები, - გაზი, ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი, რომელიც მთიდან ვარდება. ამ ვარდნის პროცესში კი ელექტროენერგია გამოიყოფა. ეს რესურსი საქართველოსთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე ნავთობი და გაზი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი და მოვახმაროთ ქვეყანას.

შემოვიყვანეთ ავსტრიელი პარტნიორები, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 50-ზე მეტი ჰესი აქვთ აშენებული. ავსტიელები ამბობენ, რომ მსოფლიოში ჰესის აშენება ყველაზე იაფი დღეს საქართველოშია. ბოლო 25 წელი დარგში ინვესტიციები არ კეთდებოდა, მსგავსი კარგი მდინარეები სხვა ქვეყნებშიც არის მაგრამ იქ 25-30 წლის წინ ჩაიდო ფული. მაგალითად დღეს ევროპაში ჰესის ასაშენებლად, კარგი ადგილები ფიზიკურად აღარ არის, ამიტომ 4 მილიონი უნდა დახარჯონ 1 მეგავატის ასაშენებლად, საქართველოში მილიონ ნახევრად შეიძლება ჰესის აშენება“, - განაცხადა გილაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები