ირაკლი ხმალაძე "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღარ არის - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია.
bm.ge იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, რომ ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
განათლება
- 2005 – დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი;
- 2015 – გაიარა ფინანსური მენეჯმენტის კურსი CAC-ში.
სამუშაო გამოცდილება
- 2003–2005 – იურისტი, შპს იურიდიული ფირმა MJO;
- 2005–2008 – ენერგეტიკის სამინისტრო:
- იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი;იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2008–2013 – ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
- 2011-დან – ლექტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
- 2013–2017 – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საპარლამენტო მდივანი);
- 2017 წლიდან იკავებდა წამყვან თანამდებობებს მერიაში;
- 2025 – დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.




























