მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.

აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
მთავრობის მეთაურმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები