მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

სს
02.07.25 19:56
988

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

მათივე ცნობით, განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. ირაკლი კობახიძემ უნგრეთის ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები