პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობის დამტკიცების პროცესი დაიწყო. დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობის კანდიდატების ნაწილს უსმენენ. დეპუტატების წინაშე უკვე წარდგნენ რატი ბრეგაძე, თეა ახვლედიანი, ვახტანგ გომელაური და ირაკლი ჩიქოვანი. ირაკლი ჩიქოვანი ერთადერთია, ვინც ამ ეტაპზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში მოხვდება. ის თავდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის. რა საკითხებზე გააკეთეს აქცენტი მომავალმა მინისტრებმა და რა კითხვები ჰქონდათ მათთან დეპუტატებს?