არაჯეროვანი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება პროგრესისათვის - ასეთია მიზეზები და განმარტება ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. პრემიერი რომელიც მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავდა ჯანდაცვის მინისტრს დაემშვიდობა. ახალს ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეარჩევს იქამდე მინისტრის მოვალეობას ყოფილი პირველი მოადგილე შეასრულებს. დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციის ხარისხი რომ იყო პრობლემა საჯაროდ ითქვა თუმცა მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს თემა რომ არ იყო მიზეზი ესეც აღინიშნა. რას შეეწირა ზურაბ აზარაშვილი და რა უნდა გაითვალისწინოს წინამორბედის შეცდომებიდან უკვე ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა;